აშშ-მ პერსონალური სანქციები დაუწესა ორ უკრაინელ დეპუტატს, რომლებიც რუსეთის ეფ-ეს-ბე-ს დავალებების პირდაპირი შემსრულებლები არიან

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რადას მოქმედი დეპუტატები, ტარას კოზაკი და ოლეგ ვოლოშინი მოხვდნენ. სულ ოთხ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანს შეეხება ეს ზომა, მიზეზი უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან კავშირია.

სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქცირებულები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ)-ს დავალებით მოქმედებდნენ და ადრე რუსეთთან თანამშრომლობდნენ სუვერენული ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით.

უწყებისვე ცნობით, კოზაკი უკრაინაში ახალი ამბების არხებს აკონტროლებს და მისი მიზანი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვის წევრების დამცირება იყო.

ვოლოშინი კი რუსეთთან იმ მიზნით მუშაობდა, რომ ძირი გამოეთხარა უკრაინელი მაღალჩინოსნების საქმიანობისთვის. საქმეში საუბარია ასევე უკრაინის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე.