საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 8767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 386 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 725 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 661 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.55%, ბოლო 14 დღის - 11.39% ხოლო 7 დღის - 12.76%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 173 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 951 428.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა, აჭარა - 851, იმერეთი - 861, ქვემო ქართლი - 351, შიდა ქართლი - 538, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 334, კახეთი -277, მცხეთა-მთიანეთი - 176, სამცხე-ჯავახეთი - 165, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 64 625 საიდანაც:

4 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 858, აჭარაში - 612, იმერეთში - 795.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 419, აჭარაში - 131, იმერეთში - 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 286 პაციენტი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 50, იმერეთში - 20.

1 895 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 139 - თბილისში, 563 - აჭარაში.

58 388 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 6.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 20 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 ადამიანი.