24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 059 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 059-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 643 528 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 030 710 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 951 428, გარდაიცვალა 14 631პაციენტი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.