თენგიზ ცერცვაძე: უახლოეს დღეებში, შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ველით

"უახლოეს დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ველით", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსით ინფიცირების მატება მთელს მსოფლიოში მოხდა და არც საქართველო იქნება გამონაკლისი.

„უახლოეს დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ველით. ისევე, როგორც ეს მოხდა მთელ მსოფლიოში. ვისაც მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს, მათ იშვიათად ემართებათ, ამიტომაც მასობრივი ვაქცინაცია არის პანდემიის დაძლევის და თუნდაც „ომიკრონის“ თავიდან აცილების საშუალება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 8767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი