საქართველოში ეუთოს მისიის ორგანიზებით, ერგნეთში შეხვედრა იმართება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში რუსული მხარის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
შეხვედრას ტექნიკურად ორგანიზებას უწევს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, თუმცა, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მედიას განუცხადეს, უშუალოდ შეხვედრაში თავად არ მონაწილეობენ.
ცნობისთვის, გუშინ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები დაესწრნენ.