ენტონი ბლინკენი: 300 000-მდე ქართველი კვლავ დევნილია საკუთარი სახლებიდან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე კიდევ ერთხელ, ამჯერად ბერლინში ვიზიტისას ისაუბრა. „ცამეტი წლის შემდეგ, თითქმის 300 000 ქართველი კვლავ დევნილია საკუთარი სახლებიდან. მეორე არის მოლდოვა, სადაც ხალხოის ნების საწინააღმდეგოდ ჰყავს განლაგებული საკუთარი ჯარი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

„ყველა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გახდა სუვერენული სახელმწიფო 1990 და 1991 წლებში. ერთ-ერთი მათგანია საქართველო. რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა“.

მეორე არის მოლდოვა, სადაც რუსეთს ხალხოის ნების საწინააღმდეგოდ ჰყავს განლაგებული საკუთარი ჯარი.

თუ რუსეთი შეიჭრება და დაიკავებს უკრაინას, რა იქნება შემდეგი? რასაკვირველია, გაძლიერდება რუსეთის მცდელობები, გადააქციოს მეზობლები მარიონეტულ სახელმწიფოებად, გააკონტროლოს მათი საქმიანობა, ჩაახშოს დემოკრატიული გამოხატვის ნებისმიერი ნაპერწკალი. როგორც კი უარვყოფთ სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის პრინციპს, დავბრუნდებით სამყაროში, სადაც აღარ იარსებებს წესები, რომლიც ჩამოყალიბებაზეც ათწლეულების განავლობაში ერთად ვმუშაობდით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწფო მდივანმა.