ჯო ბაიდენმა განმარტა უკრაინაში „მცირე შეჭრაზე“ განცხადება, რომელმაც კრიტიკა გამოიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინასთან დაკავშირებით საკამათო განცხადების შემდეგ განმარტა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში რუსეთის შეჭრად მიიჩნევს ნებისმიერი რუსული დანაყოფის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას.

„აბსოლუტურად მკაფიო ვიყავი პრეზიდენტ პუტინთან და ეს მისთვის გასაგებია. თუკი უკრაინის საზღვართან განთავსებული რომელიმე ქვედანაყოფები გადაკვეთენ საზღვარს, ეს არის შეჭრა. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თუ პუტინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რუსეთს ძვირი ფასის გადახდა მოუწევს“, - განმარტა ბაიდენმა.

მანამდე, 20 იანვარს, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთს ვითარების ესკალაციის შემთხვევაში ისეთ სანქციებს დაუწესებს, რაც დღემდე არ უნახავს. მანვე აღნიშნა, რომ თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება, დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთონ. განმარტება გააკეთა თეთრმა სახლმაც.

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვინდა, შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი