კომიკოსი და მსახიობი ლუი ანდერსონი გარდაიცვალა. 68 წლის მსახიობი სისხლის კიბოს დიაგნოზით საავადმყოფოში 19 იანვარს გადაიყვანეს.
ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი ქართველი მაყურებელისთვის ცნობილია ანიმაციური სერიალიდან Life With Louie.
1994-1998 წლებში გადაღებულმა ავტობიოგრაფიულმა მულტფილმმა შემქმნელს ორი ემი მოუტანა.
მას შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში Coming To America, Ferris Bueller's Day Off, Nash Bridges.