უცხოური მედია: გერმანიამ უკრაინისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემაზე ესტონეთის მოთხოვნა დაბლოკა

გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების შეიარაღების გადაცემას ბლოკავს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და სხვა მოკავშირეებისგან განსხვავებით, გერმანიამ გადაწყვიტა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაბლოკოს. მედიის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება დაძაბულობას გაზრდის და რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესს გაართულებს.

ამავე ცნობებით, ენტონი ბლინკენმა ბერლინმა ესტონეთს კიევში იარაღის ექსპორტის ნებართვა არ მისცა, მაშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ესტონეთს ამერიკული წარმოების იარაღის უკრაინაში გასაგზავნად „მწვანე შუქი“ აუნთო.

როგორც ცნობილია, ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფომ, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში აშშ-ის წარმოების „ჯაველინისა“ და „სტინგერის“ სარაკეტო სისტემებს გაგზავნიან.