პანდემიის დროს, ღია სივრცეში, პირბადის წესის დარღვევისთვის, ჯარიმა 20 ლარი იქნება.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ აისახება, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველივე სხდომაზე წარედგინა.
პირბადის ტარების წესს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო დაადგენს.
მოქმედი კანონი, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მხოლოდ დახურულ სივრცეში პირბადის წესის დარღვევაზე ითვალისწინებს.