აშშ-ის მარეგულირებლების გადაწყვეტილებით, ბაზარზე კორონავირუსის ტესტი გამოჩნდება, რომელიც საშუალებას მისცეს ნებისმიერ ადამიანს COVID19-ის ტესტი ჩაიტაროს სახლის პირობებში - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
კორონავირუსის ახალი ტესტი ნესტოების ნაცხიდან აღებულ ბიოლოგიურ მასალას შეამოწმებს ვირუსის ცილებზე და ტესტის შედეგებს მომხმარებელს 15 წუთში ამცნობს.
სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საკმაოდ მწვავე კრიტიკა, რომელიც მოუწოდება FDA-ს, რაც შეიძლება მალე დაემტკიცებინათ სახლის პირობებში გასაკეთებელი ტესტები.
აღმოსავლეთ ბრიზბენში დაფუძნებული კომპანიის, Ellume-ის ტესტი, საწყის ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება, მისი ფასი 30 დოლარი იქნება და აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა.
FDA კომისარმა სტივენ ჰანმა, სამშაბათს პროდუქტის ავტორიზაციას უწოდა Covid19-ის დიაგნოსტიკური ტესტირების მნიშვნელოვანი ნაბიჯი". მიუხედავად იმისა, რომ Ellume-ს პროდუქტი არ არის ისეთივე ზუსტი, როგორც ლაბორატორიული ტესტი, „ის ფაქტი, რომ ის შეიძლება გამოვიყენოთ სახლში და სწრაფად დააბრუნოს შედეგი, ნიშნავს, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს პანდემიის საპასუხოდ“, - განაცხადა FDA-ს კომისარმა.