ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 5 408 პაციენტი, გარდაიცვალა 28 კოვიდინფიცირებული. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 20.28%. ბოლო 14 დღის - 12.56%, 7 დღის - 15.66%. ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 803 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 793 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 010 PCR ტესტით.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 051 445. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 962 035-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 14 701 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 5 646 შემთხვევა, აჭარა - 1 136, იმერეთი - 1 074, ქვემო ქართლი - 386, შიდა ქართლი - 311, გურია - 182, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 362, კახეთი -287, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 160, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.
აქტიური შემთხვევა - 74 683, საიდანაც 4 557 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 973, აჭარაში - 625, იმერეთში - 851.
999 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში - 425, აჭარაში - 137, იმერეთში - 245. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 281 პაციენტი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 53, იმერეთში - 23.
1 981 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 122 - თბილისში, 672 - აჭარაში. 68 145 ადამიანი ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 6. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 ადამიანი.