დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში პრორუსი ლიდერების „დანიშვნის“ შესახებ კრემლის გეგმა გამოაშკარავდა. უწყების ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, ბრიტანეთი ფლობს ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს, კიევში პრორუსი ლიდერი „დანიშნოს“.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსული სადაზვერვო ორგანოები კავშირს ინარჩუნებენ უამრავ ყოფილ პოლიტიკოსთან, მათ შორის არიან:
სერგეი არბუზოვი, უკრაინის პრემიერ მინისტრის მოადგილე 2012–2014 წლებში და პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი 2014 წელს.
ანდრეი კლიუევი, უკრაინის პრემიერ მინისტრის მოადგილე 2010–2012 წლებში და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის გუნდის უფროსი.
ვლადიმირ სივკოვიჩი, უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს უფროსი მოადგილე.
მიკოლა აზაროვი, უკრაინის პრემიერ მინისტრი 2010–2014 წლებში.
მათგან ზოგიერთს ამჟამად აქვს რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან კონტაქტი და ჩართულია უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში.