სენატორმა კრის მერფიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველო ძალიან მყიფე დემოკრატიაა. სენატორ მერფის აზრით, შეერთებულმა შტატებმა ნათლად უნდა თქვას, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს.
„ისინი უსაფრთხოების კუთხით ჩვენი მოკავშირეები არიან, თუმცა, როგორც ბევრი სხვა მოკავშირის შემთხვევაში, ჩვენ აქაც უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და გავზარდოთ ზეწოლა პოლიტიკური რეფორმების გატარების კუთხით.
საქართველოს შთამბეჭდავი ისტორია აქვს, თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან უკუსვლას ვხედავთ. ბევრი ადამიანი სვამს კითხვას - დარჩა თუ არა საქართველოში სივრცე გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური ოპოზიციის არსებობისთვის. შეერთებულმა შტატებმა ნათლად უნდა თქვას, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნა სენატორი კრის მერფი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.