ავსტრალიის 2 შტატში „ომიკრონის“ გავრცელების გამო, მოსწავლეებს ტესტს კვირაში ორჯერ ჩაუტარებენ

„ომიკრონის“ გავრცელების გამო, ავსტრალიის ორ შტატში - ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში, მოსწავლეებს კვირაში ორჯერ ჩაუტარებენ კოვიდტესტს.

თუმცა გასული წლისგან განსხვავებით, მოსწავლის ან მასწავლებლის ინფიცირება არ გამოიწვევს სკოლის დახურვას. ბავშვებსა და მასწავლებლებს ამის ნაცვლად მოეთხოვებათ სახლში იზოლაცია. 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების თითქმის 30 უკვე აცრილია, ვაქცინაცია კი ამ ასაკობრივ ჯგუფში 10 იანვარს გახდა ხელმისაწვდომი.

ავსტრალიაში ბავშვები სკოლებს ერთ კვირაში დაუბრუნდებიან.

ბოლო 24 საათში, ახალ სამხრეთ უელსში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა და ინფიცირების 20,324 შემთხვევა გამოვლინდა, ვიქტორიაში კი 14 ადამიანი გარდაიცვალა და კორონავირუსი 13,091 ადამიანს დაუდასტურდა.