მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა

81 წლის ასაკში, მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა.

რუსლან მიქაბერიძე საქართველოს დამსახურებული არტისტი იყო. სხვადასხვა წლებში, მოზარდ მაყურებელთა, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში მუშაობდა. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს მრავალი კინოროლი.

მას ასევე გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული.