„ყველა კრიზისი დასრულებულია, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ სხვა კრიზისი, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი, ყველამ ერთად, ერთიანმა გუნდმა ერთად დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ამ ერთი წლის განმავლობაში იყო. შედეგიც შთამბეჭდავია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, მათი მთავარი გამოწვევა სიღარიბე და უმუშევრობაა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში დაძლიონ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ქვეყნისა და ხალხის წინაშე დგას.
„დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად დალაგებული ვითარება პარტიაში, მთავრობაში, მთელ გუნდში, უნდა ითქვას. გუნდი არის დღეს ერთიანი, მტკიცე, ძლიერი და ერთ-ერთი დიდი როლი ამ ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ირაკლი კობახიძეს მიუძღვის. ჩვენ ვართ მეგობრები, თანამებრძოლები, ირაკლი არის ძალიან ღირსეული კაცი, განათლებული, გამოირჩევა თავისი კვალიფიკაციით, ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანმა გუნდმა ერთად დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ამ ერთი წლის განმავლობაში იყო. შედეგიც შთამბეჭდავია. ყველა კრიზისი დასრულებულია, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ სხვა კრიზისი, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.