მინისტრთა კაბინეტის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

მინისტრთა კაბინეტის ოთხ წევრს კორონავირუსი აქვს. ამ მიზეზით ისინი მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ.

კორონავირუსი დაუდასტურდათ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს, ლევან დავითაშვილს;ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს;თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს; განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს.

გასულ 24 საათში ჩატარებული 35 082 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების 7 947 შემთხვევაა დადასტურებული.

პანდემიის გავრცელებიდან, 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში აღრიცხულია 1 059 392 შემთხვევა. მათგან 967 585 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 14 732 ადამიანი.