ქუთაისში კოვიდინფექციით ექიმი გარდაიცვალა. გენადი ესაკია ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უროლოგად მუშაობდა. ის COVID-19-ით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა. მისი კოლეგების ცნობით, ესაკიას თანმდევი დაავადება ჰქონდა, რამაც მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.
ბოლო კვირების განმავლობაში ქუთაისში, Сovid-19-ის დიაგნოზით რამდენიმე ექიმი გარდაიცვალა.