"დღეს მთავარი ამოცანა უკრაინაში ახალი ომის არდაშვებაა, ყველა ჩვენი ძალისხმევა, სიტყვა, საქმე, სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
მისი თქმით, დასავლეთის ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ახალი ომი არ დაუშვან.
„მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა, სიტყვა, საქმე უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში, ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს და მთლიანად რეგიონის ინტერესში. აქ მნიშვნელოვანია და კრიტიკული დასავლეთის ერთიანობა იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რომ ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ დასავლელ პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
იენს სტოლტენბერგი: ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას