სტატისტიკური მონაცემებით, შეიძლება ითქვას, პიკზე ვართ. შაბათ-კვირას მომართვიანობა გაიზარდა. თერაპიულ განყოფილებაში წევს 90-მდე პაციენტი, რეანიმაციულში - 30, - ამის შესახებ ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორმა, მირზა ხინიკაძემ განაცხადა. მისივე ცნობით, სტაციონარებში თავისუფალი ადგილები კვლავ არის.
„მომართვიანობის გაზრდის მიუხედავად, სტაციონარში თავისუფალი ადგილები მაინც რჩება. მეექვსე ტალღა გაცილებით მარტივად მიმდინარეობს და შედარებით უფრო ნაკლები გართულება აქვს. ამის მიუხედავად, ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც იზრდება და ამ რაოდენობიდან გამომდინარე, მაინც რჩება სტაციონარული პაციენტების საკმაოდ მაღალი ციფრები“, - განაცხადა ხინიკაძემ.