საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტი NATO-სთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე მუშაობს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რეზოლუციის პროექტი საპარლამენტო ფრაქციებს დაეგზავნა და მის სულისკვეთებაზე თანხმობა არსებობს.
“ხვალ ბრიუსელში მივემგზავრებით. შეხვედრები გვაქვს NATO-ში. გვინდა ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან კონსულტაციები გავმართოთ. პარლამენტის რეზოლუცია ყველას მხარდაჭერით უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.