შსს მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც მეტროში პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული, განცხადებას ავრცელებს

24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს."

"შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელმა მეტროსადგურში ახალგაზრდა კაცი სცემა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.