ევროკავშირის საბჭომ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დოკუმენტი დაამტკიცა. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, „გავლენის სფეროების“ შესახებ ცნებების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის. ევროპის უსაფრთხოება განუყოფელია და მისი ნებისმიერი სახით გამოწვევა გავლენას ახდენას ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს.
ევოკავშირის საბჭომ დაგმო რუსეთის უწყვეტი აგრესიული ქმედებები და მუქარა უკრაინის მიმართ და რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ და საერთაშორისოდ დამტკიცებული მექანიზმების გამოყენებით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა.
ევროკავშირი ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის და აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა პარტნიორების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, კონფლიქტების მდგრადი და მშვიდობიანი მოგვარებისთვის ხელახლა ჩაერთოს არსებულ საერთაშორისო ფორმატებში
ევროპული საბჭოს განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას მოჰყვება მასშტაბური შედეგები და დიდი საფასურის გადახდა.
ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთიანი მიდგომისადმი და შეერთებულ შტატებთან,NATO-სთან, უკრაინასთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა.