აცრების დაწყებიდან პირველ კვირაში, ქვეყნის მასშტაბით 140,000-მდე ბირტანელი აიცრა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
ვაქცინის საკითხებში მინისტრმა, ნადიმ ზაჰავმა განაცხადა, რომ ინგლისში 108,000 ადამიანს გაუკეთდა ვაქცინა, შოტლანდიაში -18,000, უელსში - 7,897 და ჩრდილოეთ ირლანდიაში კი 4,000 ადამიანი აიცრა. ჯამში, შვიდი დღის განმავლობაში, 137 897 ადამიანი აიცრა.
ვაქცინაციის პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 50 საავადმყოფოში დაიწყო და მომავალი კვირიდან ოჯახის ექიმებსა და მოხუცთა თავშესაფრებსაც დაურიგდება.
დიდი ბრიტანეთს მარაგში აქვს 357 მილიონი დოზა.შვიდ მომწოდებელ კომპანიასთან, მათ შორის Pfizer-BioNTech-თან თანამშრომლობს და რამდენიმე კომპანიისგან მოწოდებული ინექციის კომბინირებულად გამოყენებას გეგმავს.