ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული ერის უფლებას, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები. ალიანსის კარი ღიაა, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, NATO თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არც რუსეთს ემუქრება და არც რომელიმე სხვა ქვეყანას, თუმცა ალიანსი ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად.
„ამავე დროს, NATO კვლავ მზადაა რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად. ამ თვის დასაწყისში NATO-რუსეთის საბჭოს შემდეგ, მე ახლა ყველა წევრი მოვიწვიე შემდგომ შეხვედრებზე. ევროპული უსაფრთხოებისთვის, მათ შორის უკრაინასა და მის გარშემო არსებულ ვითარების განსახილველად და იმისთვის, თუ როგორ შევამციროთ რისკები და გავზარდოთ გამჭვირვალობა. NATO-ს მოკავშირეები მზად არიან, გონივრულ დიალოგში და მოიძიონ კონსტრუქციული შედეგები“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, კონფლიქტის საფრთხე რეალური რჩება.
„კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიის გზის არჩევისკენ“, - დაამატა სტოლტენბერგმა.
უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის.