„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აცია გამართესლოზუნგით - „მწამებელი სისტემა“. „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფისამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.
მათი თქმით, უნდა დადგეს იმ პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის მხრიდანაც თბილისის მეტროპოლიტენში, სავარაუდო დანაშაულს ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზეც.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება.