ევროკომისია უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის ინიციატივით გამოდის. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პაკეტი უკრაინას კონფლიქტით გამოწვეული დაფინანსების საჭიროებების მოგვარებაში დაეხმარება.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი აღნიშნულ პაკეტს რაც შეიძლება მალე მიიღებენ. გასულ პარასკევს პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე. უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებებით გამოწვეული სიტუაცია შევაფასეთ. განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს. როგორც არასდროს, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას ამ რთულ ვითარებაში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.