ევროკავშირის უმაღლესი კომისარი: ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან

ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბორელის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთი და ევროპული უსაფრთხოება იყო.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი ჩვენს სხვა პარტნიორებთან, კერძოდ, საქართველოსა და მოლდოვასთან და გავაგრძელოთ გზავნილის გადაცემა, რომ შიდა მდგრადობის გაძლიერება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძველზე მნიშვნელოვანია გარე საფრთხეებთან გამკლავების მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ამისთვის ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას, გააგრძელოს მიმდინარე რეფორმებზე მუშაობა“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

ასევე წაიკითხეთ:

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანას არ გეგმავს