უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ.
როგორც ღიბრაძემ განაცხადა, დამატებითი შეზღუდვები ამ მომენტისთვის არ წესდება.
„გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდება. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებს, მათაც წახალისებას გავუკეთებთ, ოღონდ 100 ლარის ოდენობით“, - განაცხადა ღიბრაძემ.
ასევე წაიკითხეთ:
24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 634 ადამიანი აიცრა