თამარ გაბუნია: პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს

"პანიკის საფუძველი არ არის. სისტემა არის მზად", - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილება ამტკიცებს, რომ „ომიკრონი“ ხშირ შემთხვევაში მსუბუქი ფორმით მიმდინარებს.

„ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩვენც ვაკვირდებით, შემთხვევების დრამატული მატების მიუხედავად, კლინიკურ სექტორში არ გვაქვს მატება. მთავარი მიზეზი, რის გამოც რეგულაციების გამკაცრებასა და ახალ შეზღუდვებს იწვევს ჯანდაცვის სექტორი, ეს არის დამატებითი და გაუსაძლისი ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე, რასაც დღეს არ ვაკვირდებით. იგივე გამოცდილება გამოიარეს აფრიკის ქვეყნებმა, სადაც „ომიკრონი“ პირველად აღმოაჩინეს და შემდეგ უკვე ბრიტანეთმა. მართვადია ეს ყველაფერი. დღეს მთავარია პირველადი ჯანდაცვის დონეზე შემთხვევების აქტიური მართვა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ასევე წაიკითხეთ:

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი