"სკოლები მუშაობას შერეული ფორმით გააგრძელებენ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რაც შეეხება სკოლების მუშაობას, განათლების სამინისტრო კვლავაც გამოხატავს მაქსიმალურ მზაობას და ჩვენც ამ მზაობას ბუნებრივია ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები, როგორც ონლაინ რეჟიმზე გადასვლის, ასევე, ადგილზე, სწავლის გაგრძელების.
გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება. რამდენიმე სკოლა გადავიდა სრულად ონლაინ რეჟიმზე, ნაწილი რჩება ჰიბრიდულ მოდელზე, ამდენად, სკოლები გააგრძელებენ მუშაობას შერეული ფორმით“, - განაცხადა გაბუნიამ.
ასევე წაიკითხეთ:
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი