ჩემი რეკომენდაციაა, რომ შეზღუდვები თუ წესდება, სკოლებს ბოლოს უნდა შეეხოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამ პანდემიის პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთელობამ და ქვეყნების ეკონომიკამ განიცადა ყველაზე დიდი ზიანი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი განიცადა სკოლამ და განათლების სისტემამ. დღეს იყო სერიოზული ანალიზი განათლების სამინისტროს მხრივ სკოლებზე, მოყვანილი იქნა პროცენტი, 2300-მდე სკოლიდან რაც არსებობს, რამდენია ონლაინ რეჟიმზე და ძალიან პატარაა ეს პროცენტი, აქედან გამომდინარე, ჩაითვალა საჭიროდ ისევ დაკვირვება სკოლებთან მიმართებაში. მთავარი სლოგანი, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მხარს უჭერს არის, რომ სხვა სფეროებთან შედარებით სკოლის დახურვაზე ყველაზე გვიან უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება და ყველაზე ადრე გახსნილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ასევე წაიკითხეთ: