ამირან გამყრელიძე: უნივერსიტეტები გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად იღებენ

უნივერსიტეტები გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად იღებენ, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ყველა უნივერსიტეტი გახლავთ ავტონომიური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თავად იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციას ვაძლევთ. ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის იყო, რომ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ყოფილიყვნენ აცრილი. არის უნივერსიტეტბი, რომლებშიც კარგად არიან აცრილები ორჯერადად. ხელმძღვანელობამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გახსნასთან დაკავშიორებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ასევე წაიკითხეთ:

ამირან გამყრელიძე: ჩემი რეკომენდაციაა, რომ შეზღუდვები, დაწესების შემთხვევაში, სკოლებს ბოლოს შეეხოს