წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარის ორ მოადგილედ ოპოზიციის წარმომადგენლები აირჩია.
საკრებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ, რომელიც პარტია “საქართველოსთვის” წევრია, პირველი მოადგილის კანდიდატურაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ავთანდილ გაბელია დაასახელა. ამ თანამდებობაზე ენმ-ის წევრი ოპოზიციამ 15 ხმით, ერთხმად აირჩია.
ასევე, მეორე მოადგილის თანამდებობაზე ერთხმად აირჩიეს საკრებულოში “ლელოს” ერთადერთი წევრი გიორგი დარსალია.
ამასთან, “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. თუმცა სხდომას ესწრებოდნენ. მათ უარი განაცხადეს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზეც. თქვეს, რომ არ აპირებენ ოპოზიციის მიერ წინასწარ დაგეგმილ “მასკარადში” მონაწილეობის მიღებას.