ბიძინა კულუმბეგოვი: „მწვანე პასპორტებს“ მიიღებენ კოვიდგადატანილი ადამიანები, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა, ტესტირების შედეგი ბაზაში ასახული არ არის

„მწვანე პასპორტებს“ მიიღებენ კოვიდგადატანილი ადამიანები, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა, ტესტირების შედეგი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბაზაში ასახული არ არის", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

„მწვანე პასპორტებს“ არა ის პირები მიიღებენ, რომლებსაც ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, არამედ კოვიდგადატანილი ის პირები, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა, ტესტირების შედეგი სხვადასხვა მიზეზის გამო ბაზაში ასახული არ არის. საკითხმა გამოიწვია გაუგებრობა, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ასევე წაიკითხეთ:

ადამიანები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ „მწვანე პასპორტს“ მიიღებენ