საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ არსებობს დიდი ინტერესი და ორპარტიული მხარდაჭერის მიზნებისადმი, აშშ-ის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ შტოებში, რაც საერთო დემოკრატიული ღირებულებებიდან მომდინარეობს.
„ვამაყობთ, რომ ჩვენი 30 წლიანი თანამშრომლობის შედეგად, დავიმსახურეთ ქართველი ხალხის ნდობა და მეგობრობა. არსებობს ნდობისა და პატივისცემის ღრმა რეზერვი, რომელიც განვითარდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვუწევდით რა მეგზურობას საქართველოს გარდაქმნების რთულ გზაზე. ეს ნდობა და პატივისცემა ჩვენთვის ძვირფასია. შეერთებულ შტატებს უდიდესი ინტერესი აქვს, რომ საქართველომ თავისი ტრანსატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს.
საქართველომ განავითარა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ბევრი წარმატებული ბიზნესი, რომლებსაც სურთ ერთობლივი პარტნიორული მუშაობა. ასევე, არსებობს აშშ-ის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების 6000-ზე მეტი კურსდამთავრებულის ქსელი. ისინი თითქმის ყველა სექტორში მუშაობენ და ყველაზე ერთგულ და დინამიურ ადამიანებს შორის არიან, ვისაც აქ შევხვედრილვარ. ისინი საზღვარგარეთ მიღებულ უნარებსა და გამოცდილებას საქართველოს გამოწვევებზე სამუშაოდ იყენებენ“, - აღნიშნა ამერიის ელჩმა კელი დეგნანმა.