ირანმა და აზერბაიჯანმა ასტარაჩაის ხიდის მშენებლობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ირანის ჩრდილოეთით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჰასან კალჰორმა განაცხადა, რომ სასაზღვრო ხიდი ირანსა და აზერბაიჯანს შორის ადრე გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად აშენდება.
შეთანხმებას ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის მოადგილემ ხეიროლა ხადემმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ რაჰმან ჰუმმატოვმა მოაწერეს ხელი.
რაც შეეხება ასტარაჩაის ხიდის ტექნიკურ მახასიათებლებს, ხიდის სიგრძე დაახლოებით 100 მეტრია, სიგანე 31 მეტრი და პროექტი დაახლოებით 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ხიდი ექსპლუატაციაში 2022 წლის ბოლოს შევა. ამ ხიდის მშენებლობაზე მხარეები რამდენიმე წლის წინ შეთანხმდნენ.
ასტარაჩაის მდინარეზე სარკინიგზო ხიდი აზერბაიჯანის და ირანის რკინიგზებს დააკავშირებს და ასტარა(აზერბაიჯანი)-ასტარა(ირანის) მონაკვეთის ნაწილი გახდება, რომელიც „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია.