მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის 1 703 ადგილი გამოიყოფა

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში პირველი მარტიდან ამოქმედდება, ხოლო საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირებისთვის დამატებითი ადგილები გამოიყოფა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ჯამში, ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 838 ადგილია გამოყოფილი. მათ შორის, 44 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის – ოთხი ადგილი. გარდა ამისა, პირველი თებერვლიდან პარკირების არეალებში განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეები კონსულტაცის მიღებასა და უფასო პარკირებით სარგებლობისთვის რეგისტრაციის გავლას შეძლებენ.

"ზონალურ-საათობრივი პარკირება მოიცავს შემდეგ ქუჩებს: დიდუბის რაიონი: გიორგი ცაბაძის ქუჩა – 61 ადგილი; აკაკი წერეთლის გამზირი – 29 ადგილი; ჩუღურეთის რაიონი: მურმან ლებანიძის ქუჩა – 25 ადგილი; გენერალ კვინიტაძის ქუჩა – 18 ადგილი; დავით აღმაშენებლის გამზირი – 203 ადგილი; ბაქოს ქუჩა – 21 ადგილი; ია კარგარეთელის ქუჩა – 19 ადგილი; ლუი პასტერის ქუჩა – 37 ადგილი; ორდე დგებუაძის ქუჩა – 23 ადგილი; ჯანსუღ კახიძის ქუჩა – 16 ადგილი; გიორგი ტოვსტონოგოვის ქუჩა – 20 ადგილი; ზურა ჭავჭავაძის ქუჩა – 24 ადგილი; კოტე მარჯანიშვილის ქუჩა – 47 ადგილი; სანკტ-პეტერბურგის ქუჩა – 17 ადგილი; დოდო აბაშიძის ქუჩა – 27 ადგილი. მთაწმინდის რაიონი: თავისუფლების მოედანი – 14 ადგილი; გიორგი ლეონიძის ქუჩა – 38 ადგილი; ივანე მაჩაბლის ქუჩა – 55 ადგილი; გერონტი ქიქოძის ქუჩა – 41 ადგილი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.