უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი დაცლილი უნდა იყოს პოპულიზმისგან და პროვოკაციული რიტორიკისგან. დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ, ჩვენ უკვე გამზადებული ტექსტი გვექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე მსჯელობის შემდეგ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ არ დარჩება რეალური მიზეზი საიმისოდ, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ საერთო პოზიციის შეჯერება, თუკი, ჩვენი კოლეგები, თუნდაც, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ, წამოვლენ იმაზე, რომ, უტრირებულად რომ ვთქვათ, რეზოლუციის ტექსტი დაცლილი იყოს პოპულიზმისგან და პროვოკაციული რიტორიკისგან, ამ შემთხვევაში, შეთანხმება მარტივია“, - განაცხადა მდინარაძემ.
ასევე წაიკითხეთ:
საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა