ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა Pfizer-თან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი დოზების შემოტანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მისივე თქმით, კიდევ უფრო გასააქტიურებელია ვაქცინაციის პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.
„Pfizer-თან მოლაპარაკება უკვე დაწყებული გვაქვს და გპირდებიან, რომ ახალი პარტია შეთანხმებიდან 4-6 კვირაში ჩამოვა.
Pfizer-ს რაც შეეხება, ადგილზე გვაქვს 500 ათასზე მეტი დოზა, სხვა ვაქცინები გვაქვს 1,5 მილიონი დოზის ფარგლებში. დავგეგმეთ, რომ მიმდინარე კვირის ბოლოდან იმ რეგიონებში, სადაც ნაკლები იყო ხელმისაწვდომობა ვაქცინაციაზე, ჩვენი მობილური ჯგუფები გავლენ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.