დმიტრო კულება: კარგად ვიცით, რას ეტყვიან ჩვენი პარტნიორები რუსეთის ფედერაციას

უკრაინა ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებზე შეერთებული შტატების წერილობით პასუხს არ აპროტესტებს. ამის შესახებ უკრაინული მედია მინისტრ დმიტრო კულებას კომენტარზე დაყრდნობით წერს.

„ეს [უკრაინის პოზიცია] გათვალისწინებულია და წინადადებები, რომლებსაც შეერთებული შტატები გაუგზავნის რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებით, არ იწვევს ჩვენს წინააღმდეგობას“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

მისივე თქმით, უკრაინული მხარე აგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ კონსოლიდირებული წინააღმდეგობის კონტექსტში, ასევე აშშ-სა და NATO-ს მიერ წერილობითი პასუხების მომზადების ფონზე.

„ჩვენ კარგად ვიცით, რას ეტყვიან ჩვენი პარტნიორები რუსეთის ფედერაციას - ჩვენ ეს ვიცით და ეს პასუხი კოორდინირებულად მომზადდა“, - განაცხადა კულებამ.

ნედ პრაისი: აშშ-მა შეატყობინა უკრაინის ხელისუფლებას, თუ როგორი იქნება მათი წერილობითი პასუხი რუსეთის მოთხოვნებზე