დანიის მთავრობა გეგმავს, 31 იანვრიდან გააუქმოს პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული ყველა შეზღუდვა, იტყობინება Reuters-ი.
დეკემბერში, კორონავირუსის გავრცელების გამო დანიაში მიღებულ რიგი შემაკავებელი ზომები დააწესეს.
მყიდველებისა და ვიზიტორების მაქსიმალური რაოდენობის კონცეფცია დაინერგა მაღაზიებისა და რესტორნებისთვის, სპორტული დარბაზებისთვის, კაზინოებისთვის, გასართობ პარკებისთვის, საკონფერენციო დარბაზებისთვის და სხვა. მთავრობამ მოუწოდა კერძო და სახელმწიფო საწარმოებს, მოეწყოთ თანამშრომელთა დისტანციურად მუშაობის სივრცე.
16 იანვრიდან, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, კინოთეატრებს, მუზეუმებსა და თეატრებს კიდევ ერთხელ შეუძლიათ ვიზიტორების მიღება, ხოლო გულშემატკივართა შეზღუდულ რაოდენობას უფლება აქვს, შეჯიბრს დაესწროს დამცავი ნიღბით და კოვიდპასპორტის წარდგენით. დანიის მცხოვრებლების 80,5%-ვაქცინირებულაი ორი დოზით, 59,5%-ს უკვე მიღებული აქვს გამაძლიერებელი დოზა.