შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ თავისი წილი საქმე შეასრულოს NATO-ში გასაწევრიანებლად

დაგეგმილია მადრიდში სამიტის ჩატარება, რომელზეც განიხილება NATO-ს სტრატეგია მომავალი წლებისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება წარვადგინოთ წინადადებები, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში დღეს შეხვედრებს მართავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს კომუნიკაცია აქამდეც იყო და მნიშვნელოვანია საქართველოს ხედვები დოკუმენტში აისახოს.

„აქ განსაკუთრებით ხაზგასასმელია სტრატეგიაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ღია კარის პოლიტიკა აისახოს, რომელსაც მადრიდის NATO-ს სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს. დარწმუნებული ვარ მადრიდში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. კონსტიტუციით არის გათვალისწინებული ქართველი ხალხის ნება, რომელიც გარდაისახება ვალდებულებად ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და აქედან გამომდინარე „ქართული ოცნების“ პირობებში ეს კონსტიტუციური დავალება ჩაიწერა. ჩვენი ხელისუფლება, პარლამენტი და მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ თავისი წილი საქმე შეასრულოს ნატოში გასაწევრიანებლად და როდესაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრების მხრიდან, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად გავწევრიანდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

შალვა პაპუაშვილი: NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე გამოვთქვი მადლიერება NATO-ს მხრიდან საქართველოს მშვიდობიანი მომავლის მხარდაჭერისთვის