ავარიული დაშვების შემდეგ, აშშ სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან ავიაგამანადგურებლის გამოყვანას ცდილობს

შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ცდილობს, თავისი ყველაზე მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავის გამოყვანას სამხრეთ ჩინეთის ზღვის სიღრმეებიდან, ეს არის უკიდურესად რთული ოპერაცია, რომელსაც ანალიტიკოსების თქმით, პეკინი ყურადღებით დააკვირდება.

F-35C, ერთძრავიანი ავიაგამანადგურებელი და აშშ-ის საზღვაო ფლოტის უახლესი თვითმფრინავი ავიამზიდ USS Carl Vinson-ზე ავარიულად დაეშვა.

100 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო თვითმფრინავი ავიამზიდის გემბანს შეეჯახა და შემდეგ ზღვაში ჩავარდა, USS Carl Vinson-ის გემზე მფრინავი და ექვსი მეზღვაური დაშავდა.

სამხრეთ ჩინეთის ზღვა რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ჩინეთსა და აშშ-ს შორის ტერიტორიული დავის საგანს წარმოადგენს. პეკინი 90%-ს, სკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და ამისა დასამტკიცებლად 1947 წლის რუკაც იშველიებს.

სამხრეთ ჩინეთის ზღვის სიღრმეებში შეერთებული შტატები