სალომე ზურაბიშვილი: დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური, რასაც სამწუხაროდ,  ზოგიერთი პოლიციელის ინდივიდუალური ქმედებები აზიანებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

მისივე თქმით, დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც, სამწუხაროდ, აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები.

„უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია, მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო, ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ცნიბისთვის, არასრულწლოვნის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს ბრალი წარედგინათ.