კელი დეგნანი: საქართველოს საუკეთესო ინტერესშია, თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია შეძლებენ ერთად მუშაობას მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა ინიციატივაზე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი ხედვები წარმოადგინონ პარლამენტში და გამოიყენონ ქვეყანაში არსებული დემოკრატიული ინსტიტუტები. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. კელი დეგნანის თქმით, საქართველოს საუკეთესო ინტერესშია, თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია შეძლებენ ერთად მუშაობას, სხვადასხვა ინიციატივის დასამტკიცებლად და განსახორციელებლად, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესშია. ელჩმა პარლამენტის წარმომადგენლობითობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ საპარლამენტო არჩევნების დღიდან მოვუწოდებთ, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი ხედვები წარმოადგინონ პარლამენტში და გამოიყენონ ქვეყანაში არსებული დემოკრატიული ინსტიტუტები. ეს ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს წარმომადგენლობითი და ის ასახავდეს ქვეყნის მოსახლეობის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს“, - აღნიშნა კელი დეგნანმა და იმედი გამოთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში, მმართველი პარტია და ოპოზიცია კი პარლამენტში სხვადასხვა ინიციატივასთან დაკავშირებით.