107 წლის ასაკში მინესოტელმა ტილი დიბინგმა covid-19 დაამარცა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც დიბინგმა CNN– ის შვილობილ კომპანიას KARE– ს განუცხადა, ეს არ იყო პირველი პანდემია, რომელიც მან გამოიარა. 1918 წელს, როცა ის 5 წლის იყო, ჩრდილოეთ დაკოტაში მისი ოჯახის წევრები გრიპით დაავადნენ.
"ჩემი ოჯახის წევრები ავად გახდნენ, საწოლში იწვნენ, მეც ჩავვარდი. მაშინ მამაჩემმა თქვა, რომ გასაქცევი ადგილი ვერ იპოვეს." - აღნიშნა დიბინგმა.
როგორც ცნობილია, დიბინგის 95 წლის დაუდგინა საშვილოსნოს კიბო, მაგრამ ამ დაავადებასაც გადაურჩა.
დიბინგის თქმით, ერთადერთი სიმპტომი, რომელიც Covid-19-ს უკავშირდება, დაღლილობა იყო.