უკრაინაში აშშ-ის საელჩო ამერიკელ მოქალაქეებს აფრთხილებს

უკრაინაში აშშ-ის საელჩო ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყნის დატოვება ახლავე განიხილონ. ამ სათაურით სტატიას Reuters-ი ავრცელებს.

საელჩოს განცხადებით, ქვეყანაში უსაფრთხოების ვითარება „არაპროგნოზირებადია რუსული სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის გამო“.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ საელჩო ღია დარჩება, მაგრამ ამერიკელებმა „მტკიცედ უნდა განიხილონ ქვეყნიდან წასვლა".

24 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვების ბრძანება გასცა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახების უკრაინიდან გაყვანის შესახებ, ნაადრევად და გადაჭარბებულად მიიჩნევს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს.