ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველომ უნდა განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენება, ეს არის საუკეთესო გზა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავა.
„რა თქმა უნდა, გასაკეთებელი მეტია, ყველას ესმის, რომ მიღწეული პროგრესი ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ჩვენს დემოკრატიაზე 245 წელია, ვმუშაობთ და ვხედავთ, რომ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.
გასული 20 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული. მისი გაჩერება არ შეიძლება, ქვეყანამ უნდა განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენება. ეს არის საუკეთესო გზა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენი თვალსაზრისით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, საუკეთესო უსაფრთხოება და სტაბილურობაა ამ ქვეყნისთვის და ასევე, ჩვენთვისაც“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, ჭეშმარიტად ჯანსაღი დემოკრატია არასდროს წყვეტს რეფორმირებას, გაუმჯობესებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზების ძიებას, რადგან ყოველთვის მეტია გასაკეთებელი. ვიმედოვნებ, რომ საქართველოშიც ასევე იქნება.